სამეცნიეროგამოყენებით

       და ტექნოლოგიურ სიახლეთა

   ინფორმაციული

     პორტალი

 

 

 

 

 

                                    Text Box: ICARTI                               

 

 

 

 

 

კვლევების  ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი

 

წინამდებარე ინფორმაციული პორტალის დანიშნულებაა მიაწოდოს ქართველ მეცნიერებს სრული და ამომწურავი ინფორმაციროგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების საქმიანობისა და მიმდინარე კონკურსების შესახებ. აქვე თავმოყრილია  ყველაადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის, თუ ფონდის ელექტრონული ბმული, რომლებთან დაკავშირებაც განსაკუთრებით სასარგებლოა ქართველი მკვლევარებისთვის.  გთავაზობთ აგრეთვე ინფორმაციას საქართველოში და საზღვარგარეთ მიმდინარე სხვადასხვა პროექტების შესახებ, რასაც თან ერთვის ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების განაცხადის გაფორმებისათვის აუცილებელი სააპლიკაციო ფორმები. აქვე სისტემატიურად განთავსდება ინფორმაციადგილობრივი და სერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციების და სემინარების შესახებ. წარმოგიდგენთ პარტნიორთა საძიებო სპეციალურ საერთაშორისო სისტემებს. ტექნოლოგიურ სიახლეთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ტრანსფერის ხელშეწყობის მიზნით ვებ გვერდის შესაბამის განყოფილებაში წარმოდგენილიქნება ყველა ის მნიშვნელოვანი აღმოჩენა, გამოგონება, თუ ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც მოგვაწოდებენ დაინტერესებული მეცნიერები (ცხადია გარკვეული წინა საექსპერტო დადებითი დასკვნის პირობით). უახლესი სამეცნიეროტექნიკური ინფორმაციის სისტემატიური მონიტორინგის, კლასიფიცირებისა და ვებ გვერდზე მიზნობრივად განთავსების გზით ჩვენ შევეცდებით დავზოგოთ ქართველ მეცნიერთა დრო და გავუკვალოთ მათ გზა თანამედროვე  e–საზოგადოებისათვის  დამახასიათებელ  მოზღვავებულ  ინფორმაციულ  ნაკადთა  ლაბირინთში.  გარდა ამისა  მათ ეძლევათ  საშუალება  გამოიყენონ  ეს ინფორმაციული  პორტალი  საკუთარი  მიღწევების  წარმოსაჩენად   და დასანერგად.

 

საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმა

 

საინფორმაციო საიტის ერთ-ერთი  ამოცანაა წარმოადგინოს  ყველა სიახლე, რომელიც ეხება საქართველოს კლასტერების ეროვნულ პლატფორმას,  მოახდინოს ინფორმაციის მიწოდება საქართველოში კლასტერების განვითარებასთან  დაკავშირებულ მიღწევებზე  -  ევროპის კლასტერების კოოპერაციის პლატფორმის შესახებსაქართველოში ახალი კლასტერების შექმნის შესახებ და სხვა.

 

 

                                  GRENA