საერთაშორისო და
ადგილობრივი ფონდებისა და ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში
ცნობარში მოცემულია ფონდებისა და ორგანიზაციების
მოკლე დახასათება, მათი საქმიანობის სფეროები და მითითებულია ვებ-გვერდების მისამართები,
რომლითაც შესაძლებელია აღნიშნულ ორგანიზაციებზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება.
ფონდების მონაცემთა ბაზის შედგენის მიზანია დაეხმაროს კვლევით ცენტრებს მოიძიონ ინფორმაციები სხვადასხვა
ფონდების შესახებ და თვითონ დაამყარონ კონტაქტები აღნიშნულ ფონდებთან.
N |
fondis dasaxeleba |
fondis saqmianoba |
veb gverdi |
1 |
ევროპის ფონდი |
გრანტის გამცემი ორგანიზაცია
საქართველოში. ძირითადი მიზანია
დემოკრატიული საზოგადოების
მშენებლობა. |
|
2 |
,,ღია საზოგადოება
– საქართველო |
წარმოადგენს
ადგილობრივ სოროსის
ფონდს. ფონდის მიზანია
სახელმწიფოში დემოკრატიული
პრინციპების დამკვიდრების
ხელშეწყობა. |
|
3 |
ევროპული კვლევების ფონდი |
სამეცნიერო
კვლევების ფონდი.
გრანტების გამცემი
ორგანიზაცია, რომელიც
ხელს უწყობს
მაღალი დონის მეცნიერების
განვითარებას და კვლევების და ინოვაციების პროგრესს
ევროპაში |
|
4 |
ფორდის ფონდი Ford
foundation |
ფონდის მიზანია სამოქალაქო
საზოგადოების ფორმირებისა
და არასამთავრობო
სექტორის ჩამოყალიბების
ხელშეწყობა. |
|
5 |
როკფელერის ფონდი Rockfeller
foundation |
ხელს უწყობს და
გასცემს დაფინანსებას
სოციალურად დაუცველ
ფენებზე. ფონდის საქმიანობა
მოიცავს სოფლის
მეურნეობას,
განათლებას,
ჯანდაცვას,
კულტურას,
დასაქმებას
და სხვა
სფეროებს. |
|
6 |
კაუფმანის ფონდი |
ფონდი, რომლის საქმიანობის
სფერო შემოიფარგლება
განათლების სფეროში
ცვლილებებისა და
ახალი ტექნოლოგიების
დანერგვით. |
|
7 |
ონასისის ფონდი Onassis
Founadtion |
გასცემს პრემიებსა და
გრანტებს ჰუმანიტარულ
მეცნიერებებსა და
ხელოვნების სფეროში. |
|
8 |
გერმანიის ტექნიკური დახმარების
ოფისი საქართველოში
GIZ |
ხელს უწყობს დემოკრატიული
ინსტიტუტების დამკვიდრებას
და სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოყალიბებას;
მარკეტინგის სისტემის
მუშაობის ხელშეწყობასა
და ეკონომიკურ
რეფორმებს. |
|
9 |
ნობელის ფონდი |
აფინანსებს
სამეცნიერო გამოკვლევებს
და გამოავლენს
ნობელის პრემიის
ლაურეატებს. |
https://www.nobelprize.org/the-nobel-prize-organisation/the-nobel-foundation/ |
10 |
მსოფლიო ბანკი WB |
ეხმარება გაეროს წევრ სახელმწიფოებს საფინანსო პოლიტიკის სწორად წარმართვაში, აფინანსებს აღნიშნულ ქვეყნებში სხვადსხვა სამთავრობო პროგრამებს, კერძოდ: სოციალურ, მუნიციპალურ, ეკოლოგიურ, უსაფრთხოების, განათლების სისტემის, ენერგო და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს. |
|
11 |
გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის
გაცვლითი პროგრამა DAAD |
გერმანიის
მეცნიერებათა აკადემიის
გაცვლითი პროგრამა
ხელს უწყობს
მათ ვისაც
უნდა სწავლის
მიღება, კვალიფიკაციის
ამაღლება და
მეცნიერული კვლევების
ჩატარება გერმანიაში. |
|
12 |
ადენაუერის ფონდი Konrad
Adenaoure Shtiftung |
დემოკრატიული
პრინციპების ხელშეწყობა.
ბოლო დროს ფონდის საქართველოს
განყოფილების პრიორიტეტია
მასმედიის განვითარება
და უმაღლესი
განათლების რეფორმა. |
http://www.kas.de/wf/en/ |
13 |
ებერტის ფონდი Friedrich Ebert Shtiftung |
ფონდის ამოცანაა სახელმწიფოში
დემოკრატიული პრინციპების
დამყარება და
სამოქალაქო საზოგადოების
ფორმირება. |
|
14 |
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი |
ფონდი ხელს უწყობს
საჯარო დისკუსიების
კულტურის ამაღლებას,
ცალკეული პირებისა
და ორგანიზაციების თანამშრომლობას, ამიერკავკასიის რეგიონის
ჩათვლით; დემოკრატიული
პრინციპების დამკვიდრებას,
ეთნო-პოლიტიკური
და ტერიტორიული
კონფლიქტების სამართლიან
და არაძალადობრივ
ტრანსფორმაციას. |
|
15 |
გერმანული ფონდი DFG |
სამეცნიერო
კვლევების გერმანული
ცენტრი. აფინანსებს საუნივერსიტეტო და
საჯარო კვლევით
დაწესებულებებს გერმანიაში.
ფონდი მუშაობს მეცნიერების
ყველა განხრით.
თანამშრომლობს
სხვადასხვა ქვეყნების
მეცნიერებთან. ფონდს წარმომადგენლობები აქვს
ვაშინგტონსა და
მოსკოვში. ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა
აქვთ მონაწილება მიიღონ ამ ფონდში მხოლოდ მათ გერმანელ კოლეგებთან ერთად. |
|
16 |
შვეიცარიის თანამშრომლობისa da ganviTarebis saagento
samxreT kavkasiaSi (SDC; SECO) |
ოფისის ძირითადი მიზანია
ხელი შეუწყოს
ჰუმანიტარულ დახმარების
გაწევას, კერძო
სექტორის განვითარებას,
საგადასახადო და
საინვესტიციო გარემოს
განვითარებას. |
https://www.enterprise-development.org/agency-strategies-and-coordination/switzerland/
|
17 |
შვედეთის საერთაშორისო განვითარების
სააგენტო SIDA |
სააგენტოს
წარმომადგენლობა აქვს
საქართველოში. სააგენტო მუშაობს
ადამიანის უფლებათა,
სოციალურ, გარემოს
დაცვის, კონფლიქტების
დარეგულირებისა და
სხვა პრობლემებზე. |
https://www.transparency.ge/en/swedish-international-development-cooperation-agency |
18 |
განათლების საერთაშორისო ინსტიტიტი
|
განათლების საერთაშორის ინსტიტიტის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზა რომელიც მუმივად
ახლდება და რომელიც დაგეხმარებათ სასურველი სასტიპენდიო პროგრამის მოძიებაში |
|
19 |
მომავლის ფონდი |
ფონდი, რომელიც ხელს
უწყობს გრძელვადიან
ფუნდამენტალურ გამოკვლევებს
ბიომედიცინაში, ფიზიოლოგიაში,
გენეტიკაში, კულტურასა
და ეკოლოგიაში.
ამერიკული
ფონდი ძირითადად
აფინანსებს ამერიკელების
მიერ წარდგენილ
პროექტებს, თუმცა
შეუძლია დააფინანსოს
ნებისმიერი ქვეყნის
მეცნიერის მიერ
წარდგენილ პროექტიც,
თუ იგი
ემსახურება ხანგრძლივი
დროით ადამიანის
გარემოსა და
პირობების გაუმჯობესებას. |
|
20 |
აშშ საერთაშორისო განვითარების
სააგენტო USAID |
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID-ი) გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის სააგენტო, რომელიც
ხელს უწყობს
დემოკრატიული ცვლილებების
დამკვიდრებას საქართველოში, USAID-ის საქმიანობა დღეს არის შეცვლილი და იგი მხოლოდ გრანტების გაცემაზეა ორიენტირებული. USAID-ი დახმარებას ორი, ძირეულად განსხვავებული მეთოდით ახორციელებს. ეს
არის ტექნიკური და ფინანსური დახმარებები. ტექნიკური
დახმარება მოიცავს ტექნიკური ხასიათის კონსულტაციებს, ტრეინინგებს, სტიპენდიებს, მშენებლობას, საქონელს, რომელიც შესყიდული ან კონტრაქტით დაკავშირებულია USAID-თან. ფინანასური დახმარების მეშვეობით განვითარებად ქვეყნებში მოქმედი ორგანიზაციების ბიუჯეტები ივსება ნაღდი ფულით. USAID-ი ასევე ფინანსურად მხარს უჭერს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, ტექნიკურ დახმარებას უწევენ განვითარებად ქვეყნებს. |
|
21 |
ბრიტანული საბჭო British
Council |
საქართველოში
მუშაობს ფონდის
განყოფილება, რომლის
მიზანია ხელი
შეუწყოს დიდ
ბრიტანეთსა და
სხვა ქვეყნებს
შორის კონტაქტების
დამყარებას. აქვს გაცვლითი
პროგრამები. |
|
22 |
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო - AUF |
სამეცნიერო
მუშაობის გრანტები
სადოქტოროსა და
პოსტ-სადოქტორო
თემების მოსამზადებლად
მეცნიერების სხვადასხვა
სფეროში. სასწავლო გრანტები გაიცემა
ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის. |
|
23 |
კასტლერის სახელობის ფონდი
Fondation KASTLER |
აფინანსებს ერთობლივ სამეცნიერო
კველევებს თანამედროვე
ტექნოლოგიების სფეროში
და ხელს
უწყობს უცხოელ
მეცნიერებთან კონტაქტის
დამყარებას |
|
24 |
რამუალდო დელ ბიანკოს
ფონდი Romualdo Del
Bianco Foundation |
კერძო ფონდი, რომელიც
ხელს უწყობს
სხვადასხვა ქვეყნების
მეცნიერთა და
სტუდენტთა დაკავშირებას.
ფონდი აწყობს
შეხვედრებს ფლორენციაში. |
|
25 |
ფოლკცვაგენის ფონდი Voltsvagen
foundation |
ხელს უწყობს ჰუმანიტარული
და სოციალური
მეცნიერებების, ტექნოლოგიების,
სამეცნიერო კვლევების
და უმაღლეს
განათლების განვითარებას. |
|
26 |
რობერტ შუმანის ფონდი |
ხელს უწყობს დემოკრატიული
პრინციპების დამყარების
პროცესს ევროკავშირის
წევრ-ქვეყნებში,
,,სამეზობლო პოლიტიკის”
და კანდიდატ
ქვეყნებში. |
https://www.robert-schuman.eu/en/ |
27 |
ფისენის ფონდი |
ფისენის სახელობის კერძო
ფონდი მუშაობს
პალეონტოლოგიის, ანთროპოლოგიის,
არქეოლოგიისა და
ნევროლოგიის სფეროში. ფონდი აფინანსებს კვლევებს
და გასცემს
გრანტებს. |
|
28 |
ამერიკის განვითარების ფონდი (ADF) |
ფონდი წარმოადგენს არასამთავრობო
ორგანიზაციას, რომლის
მიზანია დახმარება
გაუწიოს ცენტრალური
და აღმოსავლეთ
ევროპის, აზიის,
ცენტრალური ამერიკისა
და აფრიკის
ქვეყნების სამოქალაქო
საზოგადოების ჩამოყალიბებას
და დემოკრატიული
პრინციპების დამკვიდრებას. |
|
29 |
კრისტენსენის ფონდი The
Christensen Fund |
ფონდის ძირითადი დანიშნულებაა
ადამიანის ბუნებრივი
გარემოსა და
ადამიანთა კულტურის
განვითარება, ფონდის
მუშაობა კონცენტრირებულია მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში
ეკოლოგიური პრობლემების,
ბუნებრივი გარემოს
დაცვის საკითხებზე. |
|
30 |
მაკარტურების ფონდი MaCArtur
Foundation |
ფონდის ძირითადი საქმიანობის
მიზანია უმაღლესი
განათლების განვითარების
ხელშეწყობა, ფუნდამენტალური და
საზოგადოებრივი მეცნიერებების
ხელშეწყობა. |
|
31 |
ფულბრაიტის პროგრამა |
პროგრამის
მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების
განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნული
პროგრამა დახმარებას
უწევს მკვლევარებს
ჩაატარონ თავისი
სამეცნიერო გამოკვლევები
აშშ-ის
სხვადასხვა უმაღლესებში
(5-10 თვიანი კვლევები) ან
განახორციელონ სასწავლო
პროექტები. ასეთივე საშუალება
გააჩნიათ მკვლევარებს
აშშ-დან,
რომლებიც აწარმოებენ
თავის კვლევით
მუშაობას საქართველოს
სხვადასხვა უმაღლეს
სასწავლებლებში. |
https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-faculty-development-program/ |
32 |
ევროპული კვლევების კონსორციუმი
ინფორმატიკასა და
მათემატიკაში
(ERCIM) |
ასოციაციის ძირითადი მიზანია
მათემატიკისა და
საინფორმაციო სფეროში
სამეცნიერო კვლევების
ხელშეწყობა. |
|
33 |
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდი |
ხელს უწყობს საქართველოში
სამეცნიერო კვლევების
დაფინანსებას. იგი გასცემს ლოკალურ
სამეცნიერო გრანტებს (როგორც ფუნდამენტალურ
ასევე გამოყენებით მეცნიერებებში),
აპარატურის შეძენას,
ბიბლიოთეკების განახლებას
და ციფრულ
ტექნოლოგიაზე გადასვლას.
ფონდი უწევს ფინანსურ
დახმარებას ქართველ
მეცნიერებს სამეცნიერო
მივლინებებში წასასვლელად
და სხვა. |
https://rustaveli.org.ge/geo |
34 |
ევროკომისიის ჩარჩო პროგრამები ჰორიზონტი ევროპა |
ჰორიზონტი 2020 მოიცავს
პერიოდს 20014–2020წწ. საერთო
დაფინანსებით ~ 77 მილიარდი ევრო. პროგრამის ძირითადი მიზანებია: განავითაროს ევროპული
მეცნიერება, მიაღწიოს სამრეწველო
ლიდერობას მსოფლიოში და უპასუხოს სოციალურ გამოწვევებს, რისთვისაც იგი
ეყრდნობა 3 ძირითად მიმართულებას: 1. საუკეთესო მეცნიერება 2. სამრეწველო/ინდუსტრიული
ლიდერობა 3. სოციალური გამოწვევები. ჰორიზონტი 2020 –ის მთავარი ამოცანებია: ევროპაში მშპ–ს გაზრდა 2–დან 3%–მდე;
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების დაფინანსება ბიუჯეტის 20%–ით; ევროპული მცირე და საშუალო
ბიზნესის დაფინანსება 15%–ით; ტექნოლოგიური პლატფორმების
რაოდენობის ზრდა ევროპაში და ა.შ. |
https://ec.europa.eu/info/funding-tenders/opportunities/portal/screen/programmes/horizon |
35 |
SMP |
SMP
არის ევროკავშირის პროგრამა
2021-2027 წლების განმავლობაში. იგი მომდინარეობს 2014-20 წლების COSME პროგრამიდან. SMP პროგრამა ეხმარება SME-ს: საერთაშორისო ბაზრების წვდომაში; სესხების და ინვესტიციების მოპოვებაში; დიგიტალიზაციასა და მდგრად განვითარებაში. |
https://business.gov.nl/subsidy/single-market-programme-smfiche_smp-cosme-2021-een_en.pdf |
36 |
საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური
ცენტრი ISTC |
ცენტრის დანიშნულებაა ხელი
შეუწყოს ფუნდამენტალური კვლევებს,
მეცნიერების კომერციალიზაციას, მეცნიერთა
ვიზიტებს საზღვარგარეთ
და სხვა.
ISTC აფინანსებს პროექტებს
ძირითადად სამხედრო
კონვერსიის პრინციპებიდან
გამომდინარე. ISTC აფინანსებს,
როგორც გამოყენებით, ასევე
ფუნდამენტალურ კვლევებს.
პროექტების
წარდგენის ვადები
არ არის
ფიქსირებული. |
|
37 |
უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური
ცენტრი STCU |
STCU არის მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ფონდი, რომელის ოფისიც განთავსებულია კიევში.
მოცემული ფონდი როგორც ISTC აწარმოებს იარაღის
სფეროში დაკავებული
მეცნიერების დასაქმებას,
მასიური განადგურების
იარაღის შესახებ
ინფორმაციის პროლიფერაციას
ანუ გაუვრცელებლობას. ბოლო დროს ფონდი გადავიდა ძირითადად
საპარტნიორო პროექტების დაფინანსებაზე. |
|
38 |
ნატოს სამეცნიერო პროგრამები
NATO |
ნატოს სამეცნიერო პროგრამები
ითვალისწინებს ნატოს
ფარგლებში გაერთიანებული
ქვეყნების მხრიდან
პროექტების დაფინანსებას
ნატოს პარტნიორი
ქვეყნების მეცნიერებისათვის, მათ
შორის ქართველი
მეცნიერებისათვის. |
|
39 |
პარტნიორების მოძიების პროგრამა
ევროკომისიის ჩარჩო პროგრამებში Idealist
Project |
Idealist–ი არის ევროკომისიის
პროექტი. იგი
წარმოადგენს კომპიუტერულ
ქსელს, რომელშიც
გაერთიანებულია 75
ქვეყანის საკონტაქტო პირები, მათ
შორის საქართველოც
და ემსახურება
პარტნიორების მოძიებას
ევროპული კონსორციუმის
ფორმირებისათვის; იგი საშუალებას აძლევს
ძირითადად საინფორმაციო
ტექნოლოგიებში მომუშავე
ქართველ მეცნიერებს
გახდენ ევროპული
კონსორციუმის წევრები,
ხოლო შემდეგ
კონსორციუმის კონკურსში
გამარჯვების შემთხვევაში
ევროკომისიის გრანტის
მფლობელები.
|
|
40 |
საერთაშორისო სამეცნიერო ფონდი IFS |
საერთაშორისო
სამეცნიერო ფონდი
ეხმარება განვითარებადი
ქვეყნების მეცნიერებს.
იგი ძირითადად მხარს
უჭერს სამეცნიერო
კვლევით საქმიანობას როგორც
ინდივიდუალური მეცნიერებისათვის ასევე სამეცნიერო ჯგუფებისათვის. პროექტები
შეიძლება წარდგენილ
იქნას როგოც
საბუნებისმეტყველო ასევე სოციალურ მეცნიერებებში ბიოლოგიური მეცნიერების განითარების, წყლის
რესურსების და სოციალური
და ეკონომიური
თანამშრომლობის პროფილით.
|
|
41 |
შვეიცარიის ნაციონალური სამეცნიერო
ფონდი SNSF |
შვეიცარიის
ნაციონალური სამეცნიერო
ფონდი შვეიცარიის
მთავრობასთან ერთად
თანამშრომლობს ცენტრალურ
და აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებთან
და ახალ
დამოუკიდებელ ქვეყნებთან
ჯერ კიდევ
1990 წლიდან. 2005 წელს SNSF და
შვეიცარიის თანამშრომლობის განვითარების
სააგენტომ გამოაცხადა
ახალი (SCOPES) პროგრამის
კონკურსი - სამეცნიერო
თანამშრომლობა აღმოსავლეთ
ევროპასა და
შვეიცარიის მეცნიერთა შორის. 2013-2014 წლების პროგრამა
მხარს უჭერს
როგორც ერთობლივ
სამეცნიერო პროექტებს
ამ ქვეყნების
სამეცნიერო ჯგუფებს
შორის (JRP), ასევე
ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას (IP). |
|
42 |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა
(პროგრამა) European Neighbourhood Policy program – ENPI |
ევროპის სამეზობლო პროგრამამ
შეცვალა ტასისის პროგრამა (2007 წლიდან). იგი შედგება რამდენიმე
ქვე–პროგრამისაგან: TAIEX, Twinning, Cross-Border Cooperation (CBC) და გათვლილია ამ პროგრამებში
ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციების მონაწილეობაზე. |
https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage_en |
43 |
GlaxoSmithKline
(GSK) |
ფარმაცევტულ
კომპანიას წარმომადგენლობა გააჩნია
მსოფლიოს 11 ქვეყანაში.
შეუძლია დაეხმაროს განვითარებად
ქვეყნებს მედიცინის
სხვადასხვა დარგებში
(ბავშთა დაავადებები,
შიდსი და
სხვა). |
|
44 |
The National
Endowment for Democracy (NED) |
ორგანიზაციის
ძირითადი დანიშნულებაა
თავისი ღვაწლი
შეიტანოს სხვადასხვა
ქვეყნებში მიმდინარე
დემოკრატიულ ცვლილებებში.
ფონდი ასევე ხელს
უწყობს საერთაშორისო
კონფერენციებისა და
სემინარების ორგანიზებას. |
|
45 |
უნივერსიტეტთა საერთაშორისო
ასოციაციის კვლევითი გრანტი განათლების სფეროში |
ეს არის უნივერსიტეტების
ასოციაციის გრანტი, რომელშიც გაერთიანებული არიან მსოფლიოს სხვადასხვა
უნივერსიტეტები. თანხა გაიცემა უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში
წარმოებული კვლევისათვის. |
|
|
|
|
|
46 |
britaneTis საერთაშორისო
განვითარების დეპარტამენტი (DFID) |
წარმოადგენს ბრიტანეთის მთავრობის
პროგრამას, რომელიც ეხმარება გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნების განვითარებას. DFID–ს
საქართველოში აქვს ორი პროგრამა
განათლების კუთხით, ესენია: 1. BESO -აგზავნის გამოცდილ პროფესიონალებს
მოკლევადიანი ვიზიტებით; 2. ჯონ სმიტის სტიპენდიების პროგრამა - აფინანსებს
ხელმძღვანელ პოსტებზე მყოფ ახალგაზრდებს სასწავლო, 6-თვიანი ვიზიტებით გაერთიანებულ სამეფოში. |
|
47 |
Nonprofit
Sector Research Fund |
ფონდი ხელს უწყობს
კვლევებს ბიზნესსა
და სახელმწიფოს
ურთიერთობების სფეროში,
საფონდო პოლიტიკის
პრაქტიკაში დანერგვას. |
|
48 |
ფონდი ,,ჰორიზონტი” |
ხელს უწყობს სამოქალაქო
საზოგადოების ფორმირებასა, კულტურისა და
იდენტურობის ჩამოყალიბებას, დემოკრატიის განვითარებას
საქართველოში, ა.შ. |
|
49 |
აღმოსავლეთ პარტნიორობის
პროგრამა/ფონდი |
აღმოსავლეთის პარტნიორობა დაარსდა
2009 წელს პრაღის სამიტზე. მასში გაერთიანდა 6 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი.
უკრაინა ბელორუსია და მოლდოვეთი. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნული
ქვეყნებისა და ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიურ თანამშრომლობას. |
|
50 |
ევროპეიდი EuropeAid |
ეს არის ევროპული განვითარებისა და კოპერაციის პროგრამა, რომელიც სხვა მრავალ
საქმიანობასთან ერთად პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. |
|
51 |
ერაზმუს + Erasmus+
Georgia |
Erasmus+
საქართველოს ეროვნული ოფისი ხელს უწყობს ევროკომისიას, აღმასრულებელ სააგენტოს (EACEA) და შესაბამის ეროვნულ სამსახურებს
Erasmus+პროგრამის განხორციელებაში. |
|
52 |
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -
საქართველო MCA-Georgia |
ფონდის მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით. |
|
53 |
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტო GITA |
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება. |
|