სიახლეები
და ახალი კონკურსები ევროკომისიის ჩარჩო პროგრამაში - „ჰორიზონტი ევროპა“ წარმოდგენილია
შემდეგ ვებ საიტზე:
ახალი ეკონომიური სქემები საქართველოს ეკონომიკისთვის
კლასტერები:
საქართველოში ფუნქციონირებს „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმა“, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირთა წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსით
მოქმედ
ორგანიზაციას. პლატფორმის
დამფუძნებელია
ოთხი ორგანიზაცია:
1.
(ააიპ)
- „კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი“, დირექტორი გივი ქოჩორაძე;
2.
(ააიპ)
- „სტრატეგიული ინიციატივების სააგენტო“, დირექტორები ნოდარ ძიძიკაშვილი და კობა კიკაბიძე;
3.
(ააიპ) - „სითი ინსტიტუტი საქართველო“, დირექტორი მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე;
4.
(შპს)
- „გოლდენ ფლიის კაპიტალი“, დირექტორი ივერი
ქუცნაშვილი.
ლოგო
განკუთვნილი კლასტერების ეროვნული პლატფორმისათვის.
კლასტერების პლატფორმის
ძირითადი მიზანია: საქართველოში არსებული კლასტერების აღრიცხვა, ანალიზი და იდენტიფიკაცია; ახალი კლასტერების
ფორმირება და მათი ინტერნაციონალიზაცია.
ამასთან
ერთად ICARTI-ის
სპეციალისტები აპირებენ მონაწილეობის მიღებას ისეთი ახალი
სქემების ფორმირებაში საქართველოში,
როგორიცაა: ფორსაიტული ცენტრები, ჭკვიანი
სპეციალიზაციები (S3), ტექნოლოგიური
პლატფორმები, ტექნო და ინდუსტრიალური პარკები,
ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრები, ციფრული ინოვაციური ჰაბები და
სხვა.